FAQ
ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავაფორმო შეკვეთა?
დაამატე პროდუქტები კალათაში, გადადი შეკვეთის გაფორმებაზე, მიუთითე სახელი და ტელეფონის ნომერი და გამოგვიგზავნე მოთხოვნა. განვიხილავთ და დასადასტურებლად დაგიკავშირდებით.
როგორ გადავიხადო?
გადახდაზე შეკვეთის დადასტურების შემდეგ პირდაპირ ვთანხმდებით. საიტზე ბარათით გადახდა არ ხდება.
რამდენ ხანში მივიღებ ციფრულ პროდუქტს?
როგორც წესი, გადახდის დადასტურებიდან 15–60 წუთში, სამუშაო საათებში (09:00–00:00). კოდს და ინსტრუქციას პირადად გიგზავნით WhatsApp-ზე — მიწოდება ავტომატური არ არის.
როგორ ხდება აქსესუარების მიწოდება?
მიწოდებას ან ადგილზე გატანას შეკვეთის შემდეგ WhatsApp-ზე ვათანხმებთ. ფიზიკური შეკვეთა, როგორც წესი, 1–3 დღეში მოდის.
ორიგინალია პროდუქცია?
დიახ. ვყიდით მხოლოდ ლეგალურ ციფრულ კოდებსა და გამოწერებს და ორიგინალ აქსესუარებს.
აქვს აქსესუარებს გარანტია?
დიახ, აქსესუარებზე მოქმედებს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია.
არ ვარ დარწმუნებული, იმუშავებს თუ არა პროდუქტი ჩემს კონსოლზე ან ანგარიშზე.
მოგვწერე შეკვეთამდე — მიუთითე კონსოლის მოდელი და ანგარიშის რეგიონი და გადაგიმოწმებთ.
საჭიროა ანგარიშის შექმნა?
არა. შეკვეთისთვის საკმარისია სახელი და ტელეფონის ნომერი.